“ეს იქნება ორწლიანი ფოლკლორული სასწავლებელი, სადაც 15_27 წლამდე ასაკის ახალგაზრდები შეისწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს. წარმატებით კურსდამთავრებულებს კი უგამოცდოდ მიიღებენ თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის უმაღლეს სასწავლებელში, სადაც უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სწავლით, ბინითა და კვებით”, _ თქვა კობა ბანძელაძემ და განმარტა, რომ ამ სასწავლებლისთვის უკვე შერჩეულია პედაგოგები, ლაშა ჩხარტიშვილი და მარინა ძველაია. ისინი პროფესიონალები არიან და შეძლებენ ამ რთული საქმის გაძღოლას.