მისი განცხადებით, გიორგაძე ადვოკატებთან ერთად გაერკვევა სიტუაციაში და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას საქართველოში დაბრუნების შესახებ.
სარიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ დღემდე ბევრ ისეთ განთავისუფლებულ პატიმარს არ მიუღია პოლიტიკური პატიმრის სტატუსი, რომლებიც მართლა იმსახურებდნენ, შესაბამისად გიორგაძესაც არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ რაიმე განსაკუთრებული მოხდება მის შემთხვევაში.
“ამდენი ხნის სამშობლოდან გადახვეწის მერე დაბრუნდე როგორც რიგითი მოქალაქე, დაჯდე სახლში ან დაკავდე ბიზნესით, არა მგონია იყოს გიორგაძისთვის შესაფერისი. თუ დაბრუნება გადაწყვიტა, რა თქმა უნდა რაღაც ფუნქცია უნდა ჰქონდეს. მას არ გაუკეთებია პოლიტიკიდან წასვლის განცხადება, უბრალოდ გაჩერდა და მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მისი ეს გაჩერება იყო დიდი შეცდომა, ასე რომ თუ დაბრუნდება საქართველოში, თუ ექნება თავისუფლად გადაადგილების საშუალება, ბუნებრივია პოლიტიკაში სიტყვის თქმაზეც უნდა იფიქროს”.
პარტია “იმედის” თავმჯდომარის განცხადებით მთავრობამ უნდა გადახედოს გიორგაძის საქმეს, რადგან თითქმის ყოველ წელს სასამართლოს მიმართავდნენ გიორგაძის ადვოკატები, რომლებიც მოითხოვდნენ საქმის განხილვას-ან ბრალის დადებას ან იმ ცილისწამების მოხსნას, თითქოს ის რუსეთის აგენტი იყო. ამის გაკეთება სრულიად შესაძლებელია ადამანის სასამართლო პროცესზე დასწრების გარეშეც, მაგრამ სასამართლომ მოთხოვნა არც ერთხელ არ დააკმაყოფილა. სარიშვილის თქმით სასამართლო ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას, რადგან არც მომჩივანი არსებობს, არც ფაქტები და მხოლოდ ვიღაცის მოჩვენებების გამო ვერ დააპატიმრებდა გიორგაძეს.
“ხელისუფლებამ ნებისმიერ შემთხვევაში რეაგირება უნდა მოახდინოს გიორგაძის ჩამოსვლაზე, ან მანამდე უნდა მოხდეს ბრალეულობის მოხსნა და აღიარონ, რომ ეს იყო ცილისწამება, ან გამოაცხადონ დამნაშავედ, რათა შემდეგი ნაბიჯები იქნებს გათვლილი”.
კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს სარიშვილს და რას გააკეთებს გიორგაძის საქართველოში ჩამოსვლისთანავე დაპატიმრების შემთხვევაში, მან განაცხადა:
“ამ შემთხვევაში დავიკავებ ორ ავტომატს, შევვარდები სასამართლოში და გავათავისუფლებ. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ისე კი ერთს ვიტყვი-არა მგონია ირაკლი ოქრუაშვილთან რაც მოხდა ის სცენარი განმეორდეს, რადგან ოქრუაშვილის შემთხვევაში სულ სხვა დინებები და პროცესები იყო, ფაქტიურად ოქრუაშვილის ჩამოსვლა, ცოტა ხნით ციხეში ჩასმა და ისევ წასვლა ჰგავდა წინასწარ მოლაპარაკებულ სცენარს, ანალოგიური რამ გიორგაძესთან მიმართებაში არ გამოუვათ. იგორ გიორგაძეს აქ ხვდება 12 პოლიტპატიმარი, რომლებიც კი განთავისუფლდნენ ციხიდან, მაგრამ ამ სტატუსს არ აძლევენ. ასე რომ საჭიროა მთავრობამ გადახედოს ამ საკითხს”.