“კანონის სრული დაცვით განხორციელებულ შეწყალებას რომ უწუნებენ პრეზიდენტს ის პარლამენტარები, რომლებზეც არაერთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, მათ შორის ვენეციის კომისიამ დაადგინა, რომ მათ დაარღვიეს კანონის უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპები, როდესაც მიკერძოებულად, პარლამენტის უფლებამოსილების გადაჭარბებით, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების მითვისებით, ანუ კონსტიტუციის დარღვევით და ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, სერიოზული კორუფციული რისკების ფონზე გაათავისუფლეს ეგრეთ წოდებული “პოლიტპატიმრები”. გაგახსენებთ, რომ მათ შორის არიან რუსეთის ჯაშუშები, რელიგიური ექსტრემისტები, რომელიც გათავისუფლების შემდეგაც აგრძელებენ ძალადობას განსხვავებული აზრის ადამიანებზე, ასევე მკვლელობისთვის გასამართლებული პირები, სადაც დაზარალებულები დღემდე ითხოვენ დამნაშავეების დასჯას. არ ვიცი, ხომ უნდა არსებობდეს რაღაც, რაზეც ამ ადამიანებს სინდისისმაგვარი შინაგანი ხმა შეაწუხებს?!”, _ წერს თაქთაქიშვილი “ფეისბუქის” გვერდზე.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved