პავლე კუბლაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” ქვორუმის დაწევას ხელოვნურად ცდილობს, რათა ერთპიროვნული გავლენა მოიპოვოს.
“უმრავლესობას სურს დაწიოს ქვორუმი. მე არ მიმაჩნია სწორ ნაბიჯად და ამასვე ადასტურებს ვენეციის კომისია, რომელიც ამბობს, რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი. მიზეზი მარტივია საარჩევნო გზით კონსტიტუციური უმრავლესობა არ მოუპოვებია ,,ქართულ ოცნებას“ შესაბამისად ხელოვნურად ქვორუმის დაწევის გზით ამის მიღწევა არასწორია.ამავდროულად ზოგადად როგორც წესი, ბოლო არჩევნებმა ეს დაადასტურა და გასულ წლებში ჩატარებულმა არჩევნებმაც, რომ ერთი ძალა ყოველთვის აგროვებს 100 ხმას პარლამენტში. სწორედ ამიტომ იყო ჩვენს მიერ 2011 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომ გაგვეზარდა ეს ქვორუმი,რათა არ ყოფილიყო ერთ ძალაზე დამოკიდებული, ამა თუ იმ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება. ცვლილებების მიღების აუცილებლად სჭირდება პოლიტიკური შეთანხმება და კონსესუსი”, _ განაცხადა უმცირესობის დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა.