“ბაჩო ახალაიას 4 საქმეზე ჰქონდა ბრალი წარდგენილი. 2 საქმეზე არსებობს გამამართლებელი განაჩენი. ერთზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი.
პრეზიდენტს იმ საქმეზე, რომელზეც უკვე დადგა გამატყუნებელი განაჩენი, შეუძლია ახალაიას შეწყალება. თუმცა, ბაჩო ახალაია მაინც ვერ დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, გამომდინარე იქიდან, რომ მეოთხე ახალ საქმესთან მიმართებაში მას შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა,” _ აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
ახალაიას ციხის ბუნტის საქმეზე სამ წელზე მეტი აქვს მისჯილი და მისი შეწყალება სწორედ ამ ნაწილშია შესაძლებელი.
საქალაქო სასამართლომ დღეს 7 სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.