“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ამ განცხადებას დღეს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებზე ბურჯანაძეს უფრო გაუჭირდება.
“მაშინ, როცა ნინო ბურჯანაძე პოლიტიკიდან წავიდა, მისი პოლიტიკური კარიერა თავქვე მიექანებოდა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ბურჯანაძემ მოახერხა საკუთარი თავის, როგორც მოქმედი პოლიტიკოსის რეაბილიტაცია.
შეიძლება თვითონ უფრო დიდი იმედები ჰქონდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ის პროცენტული მაჩვენებელი, რაც 27 ოქტომბრის არჩევნებზე დაიდო, უკვე წარმატებაა.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ბურჯანაძეს და მის გუნდს თვითდამკვიდრება გაუჭირდება, რადგან იმ არჩევნებში მონაწილეობას უკვე პარტიები იღებენ, ხოლო ბურჯანაძის პარტიას ლეგიტიმაციის დაბალი მაჩვენებელი აქვს,” _ განაცხადა სოციოლოგმა.