აქციის მონაწილეები დილის 11:00 საათზე, კინოთეატრ “სულიკოს” წინ შეიკრიბებიან და ამის შემდეგ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.
“ხვალ, 1 ნოემბერს ქუთაისისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაწყვეტას პოლიტიკოსები აპირებენ. ყველა ქუთაისელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თვლის, რომ პარლამენტი ქუთაისში საქართველოსა და ქუთაისის გადარჩენის ფუნდამენტალური საკითხია, გთხოვთ, მობრძანდეთ აქციაზე. გთხოვთ, გამოიჩინოთ მოქალაქეობრიობის მაღალი გრძნობა. ნუ გავწირავთ საკუთარ ქალაქს სასიკვდილო განაჩენისთვის!” _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ხვალიდან სოციალურ ქსელშიც განთავსდება.
შეგახსენებთ, რომ ხვალინდელ პლენარულს სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა იგეგმება, რომელიც იმ ნორმის გაუქმებას ითვალისწინებს, სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობა ქუთაისია.