შეგახსნებთ, რომ საოლქო კომისიებში “სამართლიანმა არჩევნებმა” 78 საჩივარი წარადგინა. საჩივრების უმეტესობა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა პასუხისმგებლობას ეხებოდა, ხოლო 11 შემთხვევაში მოთხოვნილ იქნა შემაჯამებელი ოქმის ბათილობა და შედეგების გადასინჯვა შემაჯამებელ ოქმებში არსებული ხარვეზებისა და უზუსტობების გამო.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საოლქო კომისიების მიერ დაკმაყოფილებულ იქნა 24 საჩივარი, რითიც დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისრათ კომისიის წევრებს, ძირითადად თავმჯდომარეებს. ყველაზე ხშირად გამოყენებული დისციპლინარული პასუხისმგებლობის სახეს წარმოადგენდა შენიშვნა, ხოლო 4 შემთხვევაში კომისიის წევრებს დაუკავდათ ხელფასი. ერთ შემთხვევაში გაუქმდა გადასატანი ყუთი – ლანჩხუთის #6 უბანი. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 6 საჩივარი და არ დაკმაყოფილდა 7 საჩივარი. შემაჯამებელი ოქმის ბათილობის არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევებში მოხდა კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა და შესწორების ოქმების შედგენა