ამ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით დღეს იურისტმა შავლა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი ჩაატარა.
“კეზარაშვილმა ჩემი და თამაზ ნიჟარაძის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი და მისი ადავოკატი, შოთა მინდელი აცხადებს, რომ თითქოს ჩვენ შევულახეთ პატივი და ღირსება კეზარაშვილს, როცა მას კრიმინალი ვუწოდეთ. ასევე აღნიშნავენ, რომ ჩვენ მთლიანად “ნაციონალურ მოძრაობას” მოვიხსენიებთ დამნაშავეებად. საინტერესოა ის, რომ კეზარაშვილი არა ერთმა ადამიანმა მოიხსენია კრიმინალად, მაგრამ მან მხოლოდ ჩვენზე შეიტანა სარჩელი. ამის საფუძველი კი ის არის, რომ კეზარაშვილი ფიქრობს თავისი ქონების შენარჩუნებაზე, იმ ქონებისა, რაც წაართვა თამაზ ნიჟარაძეს. სასაცილოა, კეზარაშვილი აცხადებს, რომ მისი დამსახურებაა საქართველოში ბიზნესის განვითარება, მისი დამსახურებაა ეკონომიკის აღმავლობა და ახლა თითქოს ჩვენი განცხადება მისი კრიმინალის შესახებ ხელს უშლის საზღვარგარეთელ პარტნიორებთან ურთიერთობაში. ყველამ ვნახეთ, გუშინ იყო საფრანგეთში მისი სასამართლო პროცესი და იგი კვლავ დატოვეს პატიმრობაში.
“დღეს 4 საათზეა ჩანიშნული პროცესი. მოსამართლე არის თამაზ ურთმელიძე. ერთი, რაც მინდა ყველამ იცოდეს პროცესს აქვს პოლიტიკური სარჩული. იმდენად აბსურდულია ეს ბრალდება, რომ მომზადებაც კი არ გვჭირდება. ჩვენ მივალთ პროცესზე და მზად ვართ მოვიგოთ”, _ განცხადა ხაჭაპურიძემ.