“ვიფიქრე, მონადირეები იქნებიან -მეთქი და ახლოს არ მივსულვარ. სხვაგან გავაგრძელე ძებნა. ახლა კი ვნანობ, რომ არ მივედი. ჩემი მოზვერი სწორედ ამ ადგილზე ვიპოვე მოკლული. ეტყობა, ქურდებს, რომლებმაც თოფით მოკლეს ჩემი მოზვერი, რაღაცამ ან ვიღაცამ ხელი შეუშალა და ნაქურდალი მიატოვეს. შეიძლება, სულაც მე დავაფრთხე, როცა დაკარგულ მოზვერს ვუხმობდი”, _ ამბობს დაზარალებული.
როგორც რუბიკ მარუქიანმა “გურია ნიუს” უთხრა, ეს ამბავი ოზურგეთის პოლიციას შეატყობინა. ადგილზე მაშინვე მივიდნენ. საქმე ძიებაშია.
სოფელ ჭანიეთისა და ქაქუთის თემის რწმუნებული დავით მჟავანაძე ჩვენთან ასეთ კომენტარს აკეთებს:
“როცა მარუქიანი დამიკავშირდა, მაშინვე შევატყობინეთ ოზურგეთის პოლიციას, საიდანაც ოპერატიულად მოვიდნენ. აღძრულია საქმე. ადგილობრივი მცხოვრებლები უკვე შიშობენ, ხომ არ განახლდება ძროხების ქურდობა. ორი წლის წინ ხომ მარტო სოფელ ჭანიეთიდან, რვა თვის მანძილზე, ექვსი ძროხა მოიპარეს, ქურდების კვალს კი ვერ მიაგნეს. ამის შესახებ პოლიცია ინფორმირებულია და საჭირო ღონისძიებები გატარდება”, _ ამბობს იგი.