იმერლიშვილის განცხადებით, მან შემოთავაზება მიიღო და დათანხმდა აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას. ირინე იმერლიშვილის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ჩაიბარებს
“მას შემდეგ რაც პრეზიდენტი სრულ უფლებამოსილებაში შევა,მას შემდეგ რაც დადებს ფიცს და გვეყოლება ახალი პრეზიდენტი, შემდეგ უკვე დაინიშნება ახალი უშიშროების საბჭოს მდივანი და ეს ვიქნები მე.
ეს იქნება თვისობრივად სხვანაირი უშიშროების საბჭო. რაც გვქონდა აქამდე. ვინაიდან ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები შევა ძალაში. მისაღებია კანონი”უშიშროების საბჭოს შესახებ” და პირველი ამ ცვლილებებზე იქნება მუშაობა. შემდეგ გავაგრძელებთ ახლებურად უშიშროების საბჭოს ფორმირებასაც და მუშაობასაც. ჯერ მისაღებია კანონი სადაც საუბარია, რომ უშიშროების საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა, რომელიც თავდაცვის უნარიანობას და ჯარის აღმშენებლობაზე”, _ განაცხადა ირინე იმერლიშვილმა