უსუფაშვილმა თანამშრომლებს მოუწოდა თავი შეიკავონ მსგავსი გამოსვლებისგან და სამუშაო საათებში თავიანთი საქმე აკეთონ. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ პარლამენტი რამდენიმე თვეში თბილისში დაბრუნდება და ამას ხელს ვერაფერი შეუშლის.
“დერეფანი სავსე იყო აპარატის თანამშრომლებით, რომლებიც გამოთქვამდნენ პრეტენზიებს რომ არ აქვთ სამუშაო პირობები და რთულ სიტუაციაში უწვეტ მუშაობა.
მე მინდა ყველას ვთხოვო გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა და საქმიანობა ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე. აპარატის თანამშრომლებს ვთხოვ რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს, მითუმეტს რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებ, ეს საკითხი გვარდება და რამდენიმე თვეში ჩვენ შეგვეძლება პარლამენტის ძველ შენობაში თბილისში ვიმუშაოთ”, _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
შეგახსენებთ რომ გუშინ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა, პროტესტი გამოხატეს და პარლამენტის თბილისში დაბრუნებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა. ასევე, ქუთაისში ასთმა ალერგია და უჰაერობა აწუხებთ.