საერთაშორისო დამკვირვებლებმა, მათ შორის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ეს არჩევნები შეაფასეს როგორც “პოზიტიური და გამჭვირვალე” და აღნიშნეს, რომ გამოხატვის, გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლება იყო დაცული და რომ კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის შეუზღუდავად წარმართვის შესაძლებლობა ჰქონდათ.
ამ არჩევნების წარმატებით ჩატარება და ამის შემდგომ, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა საქართველოში დემოკრატიის სიმწიფეზე მიუთითებს. ეს საგულისხმო ნიშანია, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო მართლაც მზადაა ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებისთვის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში, რომელიც ვილნიუსში 28-29 ნოემბერს გაიმართება. ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეებს ახალ ინსტრუმენტებსა და სტიმულირების ახალ ღონისძიებებს სთავაზობს, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას ემსახურება”, _ განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა.
მან გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
“ვულოცავ გიორგი მარგველაშვილს გამარჯვებას არჩევნებში და მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს ითანამშრომლონ საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების სასიკეთოდ”, _ აღნიშნა წარმომადგენლობითი პალატის პლენარულ სხდომაზე უილიამ კიტინგმა.