“რატომ არის ეს ყოველივე სპექტაკლი, თუ ვინმე ამიხსნის, ძალიან გამიხარდება. ის უფრო არ იქნებოდა სპექტაკლი, დავრჩენილიყავით და გაგვეგრძელებინა ადგლებისთვის ბრძოლა?! არც შეთანხმებულად გვიმოქმედია, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. წინა არჩევნებზე დამარცხდა მოძრაობა, ახლა სააკაშვილს საპრეზიდენტო მმართველობის ვადა ამოეწურა და ჩვენც, მისი გუნდის წევრები ვეღარ ვხედავთ ჩვენს ადგილს ახალი ხელისუფლების გვერდით.
რაც შეეხება სპექტაკლს, ბიძინა ივანიშვილი უფრო დგამს, როცა ორი დღით ადრე არც საზოგადოებამ, არც მისმა გუნდმა არ იცის ვინ იქნება ქვეყნის ახალი პრემიერ, როგორ ფიქრობთ ეს ნორმალური მოქმედებაა? არანაირ ნორმის ფარგლებში არ ჯდება ის, რომ არც საკუთარი გუნდის წევრებს უმხელს თავის გადაწყვეტილებას.”
ხათუნა ოჩიაურმა განაცხადა, რომ პროფესიით არქიტექტორია და სამომავლოდ მოხარული იქნება, თუ თავისი პროფესიით განაგრძობს მოღვაწეობა.