“არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი კენჭის საყრელად ამ წლის ბოლოს გამოვიდეს.უბრალოდ იქ უფრო ბევრი ქვორუმი დაგვჭირდება, 113 დეპუტატი, ვნახოთ. ჩვენ კონსულტაციებს უმცირესობასთან გავაგრძელებთ, არ არის გამორცხული მათაც მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამ მიმართულებით”, _ განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ქუთაისელი მცხოვრებლების დღევანდელ პროტესტს “ნუ წაგვართმევთ პარლამენტს” ცაგარეიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების დიდი შეკრება უწოდა და განაცხადა, რომ ქუთაისმა მხარი გიორგი მარგველაშვილს დაუჭირა, რითაც ავტომატურად პარლამენტის გადატანასაც მიემხრო. მან მწვავედ გააკრიტიკა, ყოფილი ხელისუფლება და განაცხადა რომ სჯობდა ქუთაისელებისთვის ეკითხათ უნდოდათ თუარა პარლამენეტი, ეგებ 24 საათიანი წყალი ან ქუთაისიდან ნაგავსაყრელის გადატანა ერჩივნათ, რომელიც სულ 8 მილიონი დაჯდება.
“ვნახე “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტთა, ძალიან დიდი შეკრება პარლამენტის წინ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ვერ ეგუებიან, რომ ქუთაისმა მხარი დაუჭირა “ქართულ ოცნებას” მხარი დაუჭირა მათ შორის ამ იდეას. ჩვენ არ ვმალავთ იმას რომ, ასე არ შეიძლება მომავალში პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება და ეს წარმოუდგენელია. 380 მილიონი გაქვთ გადახდილი პარლამენტის მშენებლობაში. გაიარეთ კორპუსებში და იკითხეთ, რატომ დგას უზარმაზარი ავზები მეათე სართულებზე, იქნებ ამ ადამიანებს წყალი უფრო ერჩივნათ, ვიდრე პეტრე ცისკარიშვილის ან ხათუნა გოგორიშვილის დანახვა. კითხეს ეს ქუთაისელებს?”, _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა.