“სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა დანერგა ქვეყანაში. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ 2011 წელს წინააღმდეგობის მოძრაობამ შეიმუშავა ამნისტიის კანონპროექტი. ცხადი იყო, რომ რეჟიმის მიერ განხორციელებული რეპრესიების შედეგად აბსოლუტურად მოუმზადებელ პენიტენციალურ სისტემაში მასობრივად იქნა შეყრილი უამრავი ადამიანი, რომლებიც ექვემდებარებოდნენ იქ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. იმ პერიოდში კატასტროფულად გაიზარდა სიკვდილიანობა და ინფექციური დაავადებები ამ სისტემაში და ჩვენ დავიწყეთ მასობრივი გამოსვლები. ამნისტიის მითხოვნის გამოსვლების დროს, რეჟიმმა განახორციელა რეპრესიები ჩვენს წინააღმდეგ და ის ხალხი დაიჭირა, რომლებიც სამართლიანად ითხოვდა ამნისტიას. მაგალითად ზაზა სვანაძე, მერაბ ჭიქაშვილი და მრავალი სხვა. დღეს კი, სააკაშვილი, რომელიც 7 თვის წინა აცხადებდა, რომ ბებიამის მზიას, არ მოსწონს ახალი ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ამნისტია, თვითონ მოგვევლინა შეწყალებების უპრეცენტენტო მაშტაბის გაუგებარი კრიტერიუმებით განმახორციელებლად. აშკარადაა გამოკვეთილი პოლიტიკური სარჩული და ნეპოტიზმი. ამ დროს გასაკვირია არა სააკაშვილის ქმედება, არამედ ახალი ხელისუფლების რბილი დამოკიდებულება, თითქოს ისინი გარეშე მაყურებლები იყვნენ”.
სოსო მანჯავიძემ აღნიშნა, რომ მისი პირადი შეხედულებით სააკაშვილის ბოლო ქმედებები, როგორიცაა თურქეთის მაცხოვრებლებზე საქართველოს მოქალაქეობების მასობრივი გაცემა, ზონდერების გამოშვება, ასევე ბრალდებულების და ძებნილების შეწყალება არის აშკარა მავნებლობა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
სააკაშვილის ყველა დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას მანჯავიძე აკისრებს იმ ადამიანებს, რომლებმაც აქამდე მოიყვანეს პრეზიდენტი მის მიერმვე უზურპირებული ვადის პირობებში. აქვე საზოგადოებას გაახსენა, როცა 2006 წელს მოქმედმა პარლამენტმა ყველანაირი ნორმის დარღვევით მოქმედ პრეზიდენტს გაუხანგრძლივა საპრეზიდენტო ვადა.
“სააკაშვილი თავის რეჟიმის ძირითად ბირთვთან ერთად დღესაც საკმაოდ დაცულად გრძნობს თავს და აგრძელებს დანაშაულებრივ ქმედებებს”, _ განაცხადა მანჯავიძემ.