დეპუტატ გია ცაგარეიშვილის თქმით ეს უმრავლესობის გადასაწყვეტი არაა. საკითხი ეს პირდაპირ საარჩევნო სიების მიხედვით წყდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ვინც ირინე იმერლიშვილის შემდეგ იყო სიაში შესაძლოა ის გახდეს დეპუტატი. თუმცა,როგორც ცნობილია იმერლიშვილის შემდეგ საარჩევნო სიაში, კულტურის მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე, მანანა ბერიკაშვილია. თუმცა, თუ ის პარლამენეტში მუშაობაზე უარს იტყვის მაშინ ეს სპორტსმენ მურთაზ ხურცილავას მოუწევს.
“ირინე იმერლიშვილის შემცვლელს ამ შემთხვევაში კანონი ადგენს და ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ვერავინ ვერავის აიძულებს პარლამენტში შემოსვლას. თუ ბერიკაშვილი და ხურცილავა უარს იტყვიან პარლამენტზე, მაშინ სიაში მესამე ბოლნისელი ქალბატონია”, _ განაცხადა ცაგარეიშვილმა.