ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ განაცხადა. მისი თქმით, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, დაწესებულებებს ბანერების გაკვრა მოუწევთ, სადაც მითითებული იქნება, რომ არასრულწლოვანზე სასმელი არ გაიყიდება.
თუ ორგანიზაცია ამ შეზღუდვას არ გაითვალისწინებს, პირველ ჯერზე 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო წლის განმავლობაში განმეორებით დარღვევის შემთხვევაში 300 ლარით. თავად სასმელის მიყიდვა კი 500 ლარიანი სანქციით განისაზღვრება.
“არასრულწლოვნის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მან არ მიიღოს სასმელი. ეს საკითხი ჩვენთან რეგულაციის მიღმა იყო დარჩენილი. კანონში ცვლილება არასრულწლოვანთა ჯანსაღ აღზრდას ემსახურება,” _ განაცხადა ლევან იზორიამ.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატან ცვლილებებს, რომლის ინიციატორი მთავრობაა, პარლამენტში განიხილავენ.