გოგი წულაის განმარტებით ქალაქში არსებული “აიპიები” ბიუჯეტისთვის ზედმეტი ხარჯია და უკეთესი იქნება,თუ ეს თანხა დაიზოგება. მისივე თქმით, პარტიამ აიპიებიდან (არაკომერციული არასამეარმეო იურიდიული პირი) წლის განმავლობაში თანამშრომლებზე გაცემული ხელფასები და პრემიები გამოითხოვა. როგორც აღმოჩნდა სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში, ადმინისტრაციაში მომუშავე 10 კაცს 34 000 ლარამდე პრემია აქვს აღებული.
“წერილზე მხოლოდ სპორტული ააიპიდან გვიპასუხეს. როგორც ირკვევა, სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციაში მყოფ 10 კაცს 34 000 ლარამდე პრემია აქვს აღებული, როცა იმ 400-მდე მწვრთნელ-მასწავლებელზე, რომლებიც მართლა შრომობენ, 23 000 ლარის პრემიაა გაცემული. ააიპებში ფული უსაქმურების შენახვას ხმარდება, როდესაც უფულობის მიზეზით მუზეუმებში ექსპონატები ფუჭდება. მე მივმართავ ქალაქის ხელისუფლებას, გაუმქდეს აიპები და გამოთავისუფლებული თანხები ამ მიმართულებების განვითარებას მოვახმაროთ”, _ განაცხადა ,,თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ.