“დარწმუნებული ვარ ღარიბაშვილი იქნება ღირსეული მთავრობის ხელმძღვანელი. მისი მთავარი პრინციპი არის გუნდური თამაშის პრინციპი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ივანიშვილმა ღირსეული კანდიდატურა შეარჩია. პოლიტ-საბჭოზე იყო განხილვა, საბოლოო ჯამში შეჯერდა ღარიბაშვილის კანდიდატურა, ეს იყო ერთსულოვანი გადაწყვეტილება”, _ განცხადა პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” ოფისში, რამდენიმე წუთის წინ დაასახელა.

































































