“ბიძინა ივანიშვილმა იკითხა, ჰქონდა თუ არა ვინმეს განსხვავებული ხედვა, სხვა წინადადება, მაგრამ ღარიბაშვილის კანდიდატურა იმდენად სწორად იყო შერჩეული, რომ ზედმეტი კითხვები დასმული არ ყოფილა”.
რაც შეეხება დღეს ყველაზე აქტუალურ კითხვას – ვინ იქნება შსს მინისტრი, ტყემალაძე აცხადებს, რომ მისი ვარაუდით ეს იქნება ახალი კანდიდატურა და სხვა მინისტრი არ გადაინაცვლებს ამ პოსტზე, თუმცა ეს ირაკლი ღარიბაშვილის გადასაწყვეტია ვის კანდიდატურას შეარჩევს და წარადგენს პოლიტსაბჭოს წინაშე.
“არა მგონია, რომელიმე მინისტრი გადავიდეს შსს-ს მინისტრის პოსტზე, ყოველ შემთხვევაში ასეთია ჩემი პოზიცია. ეს ისეთი საკითხია, როცა ირაკლი ღარიბაშვილი თვითონ უნდა ჩამოყალიბდეს და შეარჩიოს ის კანდიდატურა, რომელსაც შემდეგ პოლიტსაბჭოს წარუდგენს განსახილველად”.
ტყემალაძემ აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტში რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ელოდება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ახალმა პრემიერმა რომელიმე მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურა წარმოადგინოს.
ზურაბ ტყემალაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლასაც შეეხო და მსოფლიო პოლიტიკაში უპრეცედენტო შემთხვევად შეაფასა.
“ორწლიანი პოლიტიკური და პრემიერის პოსტზე ერთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მას შემდეგ, რაც პრემიერის გუნდმა გაიმარჯვა, ახლა ივანიშვილის თავისი სურვილით პოლიტიკიდან წასვლა და პოსტის პოლიტიკური მემკვიდრისთვის გადაცემა მსოფლიო პოლიტიკაში უპრეცედენტო შემთხვევაა”.




































































