დელეგაციას მეგობრობის ჯგუფის ქართული მხარის თავმჯდომარე გუგული მაღრაძე უხელმძღვანელებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მეგობრობის ჯგუფის შეხვედრები საუდის არაბეთის პარლამეტის (მაჯლის ალ-შურას) წევრებთან, სხვა ოფიციალურ პირებთან და ეკონომიკური პროფილის ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურება, ასევე – საუდის არაბეთის მხარისათვის საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს გაცნობა.