ევროკავშირის წიგნების კვირეულს თბილისთან ერთად უმასპინძლებს გორი, ზუგდიდი, ქუთაისი, თელავი, ბოლნისი და ბათუმი.
კვირეულის ფარგლებში ზუგდიდის მე-3, მე-4 და მე-5 საჯარო სკოლებში ახალგაზრდა მკითხველთა კლუბები შეიქმნა. კვირეულში ჩაბმული არიან ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც მივლენ სკოლების მოსწავლეებთან და სხვადასხვა საკითხებზე დისკუსიებს გამართავენ. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მოამზადონ თავისუფალი თემები ევროპელ მწერლებზე, ასევე მონაწილეობა მიიღონ კვირეულის ფარგლებში გამართულ კონკურსებშიც.
კვირეულს საქართველოს მაშტაბით ატარებს ევროკავშირის წარმომადგენლობა კულტურის ინსტიტუტებტან ერთად. როგორც კვირეულის ორგანიზატორები აცხადებენ, კულტურული დღეების მიზანია კითხვის წახალისება, ქართველი ახალგაზრდებისთვის ევროპული ლიტერატურის და მწერლების უფრო კარგად გაცნობა, ბიბლიოთეკაში სიარულის აუცილებლობის დანახება ახალგაზრდებისთვის და სხვადასხვა ქალაქების მოსწავლეების დაახლოება.
ზუგდიდში კვირეულის მომდინარეობას დაესწრებიან ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლები.
კვირეული ყველა ქალაქში 14 ნოემბერს დაიხურება.