დავით უსუფაშვილმა და ვალდის დომბროვსკისმა ვილნიუსის, 28-29 ნოემბერს დაგეგმილ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარისა და ლატვიის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე იყო საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები. ვალდის დომბროვსკისმა აღნიშნა, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დემოკრატიულად ჩატარდა.დავით უსუფაშვილის შეფასებით, ამ არჩევნებით საქართველოშო “ახალი ერა” დაიწყო. მისივე თქმით, არჩევნების შედეგებმა ცხადყო, რომ საქართველოს მოსახლეობა კვლავ მხარს უჭერს იმ კურსს, რომელსაც ახალი ხელისუფლება შარშან, ოქტომბრის საპრლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდგომ ახორციელებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა კოჰაბიტაციის პროცესზე და იმ სირთულეებზე, რომელიც ამ პროცესს თან ახლდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი გაჩეჩილაძემ და ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა, დავით დარჩიაშვილი ლატვიის ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერეს.