“თუ ეს პრეზიდენტის მიერ ბაჩო ახალაიას შეწყალებას უკავშირდება და ამის გამო უნდა მოხდეს რეორგანიზაცია, არასწორია, მაგრამ თუ ზოგადად ახალი მთავრობა შეიმუშავებს სასიკეთო ცვლილებებს საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის, თუ რაიმე ახალს და კარგს დანერგავს, ჩვენ მივესალმებით ამ ქმედებას. შეეზღუდება თუ არა პრეზიდენტს შეწყალების უფლება ეს დისკუსიის თემა უნდა იყოს. არ დაგვავიწყდეს, რომ შეწყალება პრეზიდენტის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და ჰუმანური ფუნქციაა”.
გიგი წერეთელი ჟურნალისტებთან საუბრისას ინაუგურაციის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მთავრობამ უნდა გამონახოს და არის კიდეც თანხები პრეზიდენტის ინაუგურაციის მაღალ დონეზე ჩასატარებლად.