“საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს ჩვენ, რადგან იუსტიციის სამინისტრო მათ ეუბნება უარს. ამ ადამიანებს შორის არიან ისეთები, რომლებიც არასდროს ყოფილან საქართველოს მოქალაქეები და ახლა სურთ მოქალაქეობის მიღება;
არიან ისეთებიც, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა იმის გამო დაკარგეს, რომ მიიღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ამას გარდა, საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურთ უცხოელ ბიზნესმენებს, რომლებიც დიდი ხანია საქმიანობენ საქართველოში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ამპლუაში კიდევ უფრო აქტიურად აპირებენ მუშაობის გაგრძელებას და იმ უცხოელ ბიზნესმენებს, რომლებიც ახლა აპირებენ ინვესტიციების ჩადებას.
აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ამ ხალხს გამარტივებული წესით მივანიჭოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა, რათა ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად ინტეგრირებული იყოს გარე სამყაროსთან.
საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ მომართონ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და განაცხადები შემოიტანონ,” _ ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.