გურული ყვება:
_ ჩემი გოგოს ხელი მილიონერმა მთხოვა _ ოღონდ მომათხოვე შენი ინდირა და მის წონა ოქროს მოგცემო.
_ მერე?
_ ვუთხარი, ძამა, ერთი თვე მაცალე, ვიფიქრებ,_მეთქი.
_ მართალი ხარ. რა იცი, რა ხდება, უნდა დაფიქრდე.
_ ბიჭო, ფიქრი კი არა, ინდირას გასუქებაა მთავარი!
გურული თავს იხრჩობს. მიუსწრებს მეზობელი და ხედავს, რომ გურული ფეხით ჰკიდია.
_ რას შვრები?
_ თავს ვიხრჩობ.
_ მერე ეგრე კი არ უნდა, კისერზე უნდა მოიჭირო თოკი.
_ ვცადე და კინაღამ გავიგუდე.