“პრეზიდენტის სასახლე არ არის მიშას სასახლე, რამდენიც არ უნდა იძახო, მდიდარს ვართმევთ, ღარიბს ვაძლევთ. ჯერ ერთი, მე არ ვარ მდიდარი და მეორეც, ხალხს როგორ უბრუნებენ?! რა კეთდება იქ – “თაღლაურა”, “ხინკალ პალასი” თუ რა?! როგორ წარმოუდგენიათ მათ ხალხისადმი გადაცემა. საქართველოს მრვალი საუკუნე არ ჰქონია პრეზიდენტის სასახლე, რადგან დამპყრობელს ეს არ უნდოდა. ეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა. მე მოკრძალებულ ბინაში ვცხოვრობდი და ისევ იქ ვბრუნდები, მაგრამ სასახლე უნდა დარჩეს. ერთ დღეს თქვეს, რომ უნდა იყოს რომელიღაც სამინისტრო, მეორე დღეს თქვეს – უნივერსიტეტი. ერთხელ მაინც იქნებ მოსულიყო რომელიმე მათგანი და ეს სასახლე ენახა. ნახონ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ დაეტევა, უნივერსიტეტისთვის სრულიად გამოუსადეგარი შენობაა”, _ განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უნივერსიტეტისთვის იდეალური იყო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა, რომელზეც “ამერიკელები გიჟდებოდნენ”.