“ჩვენ შევცვალეთ არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე. ის აღარასდროს იქნება ძველებური. მე უზომოდ მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც ამას აკეთებდა. როდესაც ლაპარაკობენ, რომ მიშამ ააშენა ბათუმი, თელავი, ყვარელი თუ აშენებდა ლაზიკას, ძველი ქალაქების ახალ ადგილებს, ეს რა თქმა უნდა, კონკრეტული ადამიანების გაკეთებულია. მე არც სამშენებლო ტექნიკის გამოყენება ვიცი კარგად და დიდად არც ფიზიკურად მიშრომია. ყველაფერს კონკრეტული ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები აშენებდნენ. ამიტომ, მადლობელი ვარ ჩვენი ერის, ვინც ამ ბრძოლაში გამოგვყვა. მე ყოველთვის ვიქნები მათი თაყვანისმცემელი და ყოველთვის მოვიხრი ქედს მათ წინაშე. ამას წინათ ვთქვი და გავიმეორებ, რომ წარმოიქმნა მიშას თაობა, მიშასდროინდელი თაობა, ქართველების, ჩვენი თანამემამულეების, საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლის. ამ ხალხის შენარჩუნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია, ყოველთვის ორიენტირებული ვიყოთ მომავალზე“, _ განაცხადა პრეზიდენტმა.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved