გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, გამთენიისას, გორში, გარსევანიშვილის ქუჩაზე მდებარე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისიდან ტელევიზორი, ვიდეოკამერა, ლეპტოპი, სხვადასხვა დამტენი და “იუ-პი-ესი” მოიპარა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გიორგი პ. გორში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით).