“20 დან გამოცხადდება მერის კონკრუსი. ახლა სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, მალე უნდა მოხდეს ვაკანტური ადგილების შევსება ახლა კონკურსანტების რეზიუმეებს განვიხილავთ და მალე გამოცხადდება გასაუბრებებიც. მერის არჩევაც ამ თვეს არუნდა გადაცდეს.ამას უნდა მოყვეს რეორგანიცაზია და ოპტიმიზაცია მერიის სამსახურების”, _ განაცხადა საკონკურსო საატესტაციო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მამუკა მღვდელაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქუთაისის მერის მოვალეობას, ქალაქის ვიცე-მერი გიორგი შარაბიძე ასრულებს. მან დროებით ასევე მერის მოვალეობის შემსრულებლის კოტე ლომიძის თანამდებობა გადაიბარა. ამ უკანასკნელმა თანამდებობა მერის კონკურსში მონაწილეობის მოტივით დატოვა.
მანამდე კი ქალაქის საკრებულოს მიერ ერთხმად არჩეული დიმიტრი კოპალიანმა 2013 წლის სექტემბერში, საკუთარი განცხადების საფუძველზე, ქალაქის მერის თანამდებობიდან დატოვა. თუმცა,კოპალიანის სახელს უკავშირდება, მერიაში მომხდარი დიდი რეორგანიზაცია,რაც თანამშრომელთა მასიური დათხოვნებით დაიწყო, სასამართლო პროცესებით გაგრძელდა და ბოლოს სასამრთლოსვე ბრძანებით, რამდენიმე თანამშრომლის სამსახურში აღდგენით დასრულდა.