დავით უსუფაშვილმა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს საქართველოში ბოლო წლებში განვითარებულ და მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა, მათ შორის, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე და მიმდინარე წლის ოქტომბერში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შეიქმნა სრულიად ახალი რეალობა.
მისივე შეფასებით, “ბოლო არჩევნებით საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტების დამკვიდრების საქმეში”.
პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა გადანაწილების იმ მოდელზე, რომელიც ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება.
დავით უსუფაშვილმა ყურადღება გაამახვილა ვილნიუსის სამიტზე და მის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ მრგვალი მაგიდის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა. გაიმართა დისკუსია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და გამოწვევებზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, განხოციელებულ რეფორმებზე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობაზე.