“ყველას ახსოვს, რომ რამდენიმე საკითხს ერთობლივად მოეწერა ხელი ქართული და აფხაზი მხარის მიერ, მაგრამ ეს რიმე სამართლებრივი კუთხით აფხაზეთის დამოუკიდლობის აღიარებას არ ნიშნავს. არ არსებობს აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო,” _ აღნიშნავს დეპუტატი.
ვოლსკის განცხადებით, ჟენევაში დე–ფაქტო ხელისუფლებას და განსაკუთრებით კი რუსეთს უნდათ წარმოადგინონ ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. სწორედ ამიტომ, ფორმულირებები საკამათო ხდება და დელეგაციები ვერ თანხმდებიან.
ვოლსკი შეეხო პარლამენტის თბილისში გადმოტანის თემას და აღნიშნა, რომ პარლამენტის დედაქალაქში დაბრუნებას ემხრობა.
“მარგი ქმედების კოეფიციენტი უფრო მაღალი იქნება, თუ პარლამენტი თბილისში გადმოვა,” _ ამბობს დეპუტატი.