https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

წიგნების სკანდალი _ დაიბარებენ თუ არა მარგველაშვილს და აბაშიძეს სასამართლოში?

5:11; 7.11.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქმე ეხება მარგველაშვილის განათლების მინისტრად მუშაობის პერიოდს. გამომცემლები საქართველოს პრეზიდენტს ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფაში ადანაშაულებენ. შვიდმა გამომცემელმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, ხოლო 4 გამომცემელი თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით ითხოვს საქმის განხილვას, ერთ გამომცემელს კი სამოქალაქო სარჩელი აქვს შეტანილი. “დიოგენე,” “ინტელექტი,” “ლოგოსპრესი” და სხვა 15-მდე  გამომცემლობა სახელმწიფოსგან მიყენებული და მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც მილიონობით ლარს აჭარბებს.

” 20 წელიწადია, გამომცემლობები სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარზე არიან ჩართულები. მაშინ, როდესაც საქართველოში  მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული განათლების რეფორმა დაიწყო, რომელიც უამრავ სხვა საკითხთან ერთად ალტერნატიული სახელმძღვანელოების შექმნას გულისხმობდა. სახელმძღვანელო ყველა საგანში ახალი პროგრამის მიხედვით უნდა დაწერილიყო. ამას  მთელი წლები მოუნდა. ეს არის ძალიან დიდი შრომა, როგორც ავტორების, ასევე გამომცემლების, სადაც იყო გარკვეული თამაშის წესები. ახლა რომ ამბობენ, თურმე არსებობდა გამომცემლობები, რომელიც მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოებზე მუშაობდა, დიახ განათლების სამინისტროდან  გვქონდა მოწვევა. გვეხვეწებოდნენ, შემოდით ამ ბიზნესშიო, იმიტომ რომ უზარმაზარი თანხა იდებოდა კერძო სექტორიდან. მაგალითად, იყო ასეთი წესი. სახელმძღვანელო გადიოდა აპრობაციას 100 ან 200 სკოლაში. ეს ნიშნავს, რომ გამომცემლობა საკუთარი ხარჯით  ბეჭდავდა სახელმძღვანელოებს. განათლების სამინისტროს შეჰქონდა ეს წიგნები საქართველოს სხვადასხვა სკოლაში, მთელი წლის განმავლობაში მასწავლებლები მუშაობდნენ ამ სახელმძღვანელოთი, ჰქონდათ შენიშვნები, ამას ითვალისწინებდნენ და ა.შ. ეს უზარმაზარი თანხა ჯდებოდა. ყველა ამას ვერ უძლებდა. ” – განაცხადა “გურია ნიუსთან” გამომცემლობა “ინტელექტი”-ს დირექტორმა კახმედ კუდავამ.

_ ბატონო კახმედ, ეს იყო საპილოტე პროგრამა. რატომ მიდიოდნენ ამ რისკზე გამომცემლობები?

_ გეთანხმებით, სერიოზული რისკი იყო. მაგალითად,  ჩვენი 10 სახელმძღვანელო გადიოდა პილოტირებას. აქედან  5-6 სახელმძღვანელო თუ გავიდოდა პილოტირებას, ჩვენ მომდევნო წლებში გვეძლეოდა გრიფი 5-6 წლით. ამ ხარჯებს 6 წლის შემოსავალი თავისუფლად იტანდა.  ამ ბიზნესში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 100-მდე გამომცემლობამ.  კონკურენციას ზოგმა ვერ გაუძლო, ზოგმა გაუძლო. საბოლოოდ,  20-მდე გამოცემა დარჩა.

_ თუმცა, წიგნების ფასი საკმაოდ მაღალი იყო.

_ ჩვენ შეზღუდული არ ვიყავით წიგნის ფასში. ამიტომ, ზოგჯერ წიგნის ფასი მაღალი იყო. ამას ჩვენც ვაღიარებთ. მაგრამ, ეს იყო ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. როდესაც დიმიტრი შაშკინი გახდა განათლების მინისტრი, მან გვთხოვა 1 წიგნის ღირებულებამ არ უნდა გადააჭარბოს 10 ლარსო. ეს უკვე გარკვეული შეზღუდვა იყო. კი ბატონო, მივიღეთ ეს შეზღუდვა. ვცდილობდით არ დაგვერღვია ეს პირობა. ხელშეკრულებაში მან ჩადო ერთი მუხლი_პრაქტიკულად განათლების სამინისტროს შეეძლო, დაებეჭდა ეს სახელმძღვანელოები იმ შემთხვევაში, თუ გამომცემლობა ფინანსური მოსაზრების გამო უარს იტყოდა ამ წიგნების გამოცემაზე, ან შეიქმნებოდა რამე დეფიციტი. ასეთ შემთხვევაში  სახელმწიფოს შეეძლო დაბეჭდა ეს სახელმძღვანელოები და გადმოერიცხა 10% სასტამბო ღირებულების. პრაქტიკულად ეს იყო კაბალური, ძალიან ცუდი ხელშეკრულება. მაგრამ, ჩვენ იძულებულები გავხდით ხელი მოგვეწერა ხელშეკრულებაზე. რადგან თუ ხელს არ მოაწერდი, სახელმძღვანელოს გრიფირების კონკურსში არ უშვებდნენ. სწორედ ამიტომ იძულებული გავხდით ხელი მოგვეწერა. მაგრამ, სანამ ხელს მოვაწერდით, რამდენიმე პირადი შეხვედრები გვქონდა განათლების მაშინდელ მინისტრთან, შაშკინთან მაშინ როდესაც, გიორგი მარგველაშვილი არცერთ გამომცემელს ალბათ სახეზე არ გვიცნობს. ხელი კაცს არ ჩამოურთმევია. ჯერ ერთი, შეურაცხმყოფელია, კაცი რომელიც პრეზიდენტობას აპირებს და ეშინია  20  გამომცემელს შეხვდეს, რომელსაც მთელი საქართველოს წიგნის პოლიტიკა უჭირავს. რატომ გეშინია, რატომ არ ხვდები ამათ?!

_რა იყო მიზეზი იმისა, რომ მარგველაშვილი არ შეხვდა გამომცემლებს?

_ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მარგველაშვილი უჭკუო კაცია. ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია. მას შეეშინდა ჩვენთან შეხვედრის, რადგან პირისპირ უნდა ეთქვა ის, რასაც  ტელევიზიით ამბობდა _ დიახ, ჩვენ წავართვით გამომცემლებს წიგნებიო.

ბოლოს უკვირდა, გაოცებული ვარ პროტესტის ასეთი სახითო. მთელი ერთი თვე არ ჩამოვიდნენ ტელევიზიის ნიუსებიდანო. მარგველაშვილს ეგონა, რომ ჩვენ რამე დანაშაული გვქონდა ჩადენილი და ამის გამო გავჩუმდებოდით. ჩვენი დანაშაული ის არის, რომ საქართველოს ბავშვებს მივეცით ევროპული დონის სახელმძღვანელოები.

_ სასკოლო წიგნის გამოცემის აკრძალვით “ინტელექტს” რა ზარალი მიადგა?

_ თქვენ იცით, რომ შეტანილი გვაქვს სარჩელი საკონსტიტუციო და ადმინისტრაციულ სასამართლოში. წარდგენილი გვაქვს აუდიტორის დასკვნა, სადაც წერია განათლების მინისტრის ამ გადაწყვეტილებით რამდენი ფინანსური ზარალი მივიღეთ. ეს ზარალი მილიონებით განისაზღვრება. ჩვენ სახელმწიფოსგან ვითხოვთ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. ეს იქნება შემდგარი ზარალი და მოსალოდნელი ზარალი. 400 000-ზე მეტი მოქმედი სახელმძღვანელო აწყვია “ინტელექტის” საწყობში. მაშინ, როდესაც მათ შეეძლოთ ეს სახელმძღვანელო ჩვენგან შეესყიდათ გონივრულ ფასებში, დაბეჭდეს ხელმეორედ. შესყიდვები დაავალეს სტამბებს.  ჩვენი ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. ზოგიერთი გამომცემლობა კოტრდება.

_ განათლების სამინისტროს, რომელ წარმომადგენელთან გქონდათ საუბარი?

_ ჩვენ გველაპარაკებოდა ორი ადამიანი და მათთან გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. ეს იყო სამინისტროს შიდა აუდიტის ხელმძღვანელი ლაშა აბაშიძე და  ადმინისტრაციის უფროსი ვინმე ქებურია. მათ, ჩვენთან  ფასებზე საუბარიც არ ჰქონიათ.  გაოცებული ვარ, რადგან ამის გაკეთება შეიძლებოდა ძალიან მშვიდად, მოლაპარაკების გზით. მაგრამ, მათ უნდოდათ ხაზგასმით   საზოგადოებისთვის ძალა ეჩვენებინათ.  მანამდე თუ ხდებოდა წართმევა უძრავი ქონების, შენობების, მიწების, ეს არის პირველი შემთხვევა ინტელექტუალური საკუთრების წართმევის. ამიტომაც დაგვიჭირა მხარი ჩვენ ევროპულმა საზოგადოებამ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის წარმომადგენლებმა. 2014 წელს ჩვენ ვხდებით მასპინძელი ქვეყანა. ამიტომ მსოფლიო აკვირდება ამათ.

ახლა რომ იძახიან კერძო ბიზნესი უნდა დავიცვათო. ჩვენ არ ვართ კერძო ბიზნესი?! დაგვიცვეს კი არა წაგვართვეს. ჩვენი იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესს აუცილებლად მოვიგებთ.

როგორ მოხდა სასკოლო წიგნების სადისტრიბუციო კომპანიის არჩევა?

_ განათლების სამინისტროს არ გამოუცხადებია ტენდერი ბეჭდვაზე და რამდენადაც ვიცი, არც დისტრიბუციაზე. ამას ისინიც აღიარებენ და ამბობენ, რომ ჩვენ ჩავატარეთ სიტყვიერი გამოკვლევაი. მაშინ როცა გამომცემლობების ნახევარზე მეტს აქვს საკუთარი სტამბა. მათ შორის ჩვენც.

გარდა ამისა, შაშკინის დროს მოთხოვნა იყო წიგნები დაბეჭდილიყო 70 გრამიან ოფსეტის ქაღალდზე. აგერ არის ახალი წიგნები და დაბეჭდილია 51 გრამიან ქაღალდზე. საინტერესოა, საიდან ჰქონდათ ამათ ამის უფლება, როცა ჩვენ გვეკრძალებოდა?

მარტივად აგიხსნით 70გრ-51გრ=19გრ;  100 ტონა ქაღალდში 19 ტონა გამოდის შეღავათი. 1000 ტონაზე იქნება 190 ტონა. აქ ქაღალდის ღირებულების სერიოზულ ეკონომიაზეა საუბარი.

“გურია ნიუსთან” განათლების სამინისტროს აუდიტის ყოფილ ხელმძღვანელს და ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალ უფროსს, ლაშა აბაშიძეს ესაუბრა. ის გამომცემლების ბრალდებას უარყოს და აცხადებს, რომ გამომცემლებმა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ  სოციალურ პროექტში მონაწილეობა არ მიიღეს და წლების მანძილზე სოციალურად  დაუცველი ადამიანების ხარჯზე სოლიდურ თანხებს იგებდნენ. “აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებაა. ჩვენ როდესაც  სახელმძღვანელოების პროექტი დავიწყეთ, შესაბამისი სამართლებრივი აქტებით იყო ყველანაირად გამართული.  შესაბამისად, ის ანაზღაურება, ჰონორარი რაც ეკუთვნოდათ გამომცემლებს,  ჩაერიცხათ.  ანუ თანხმობა გამოთქვეს მაგათ, რომ ეს ჰონორარი მიეღოთ. თუ ჰონორარი მიიღეს, როგორ აპირებენ საჩივრის დაწერას?

_ საჩივარი დაწერილია. საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე კვირაში განხილვა დაიწყება.

_ დაწერილია, მაგრამ, არ ვიცი განსახილველად თუ მიღო სასამართლომ. მანდ აღსანიშნავია, რომ ჰონორარი ყველა გამომცემელმა მიიღო გათვალისწინებული ნორმით. იქ იყო ნორმატიული აქტი, სადაც იყო გათვალისწინებული ჰონორარი გამომცემლებზე. შესაბამისად, ამ ჰონორარით მოხდა მათი ანაზღაურება. ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ ლაშა აბაშიძე იყო ჩართული, კი ბატონო პროექტის მართვაში ვიყავი ჩართული.

_ ბატონი ლაშა,  გამომცემლობა “ინტელექტის” ხელმძღვანელმა კახმედ კუდავამ “გურია ნიუსთან” საუბარში, განაცხადა, რომ თქვენთან და ვინმე ქებურიასთან შეხვედრების დროს ფასებზე არ ჰქონიათ საუბარი, და მათთვის არაფერი შეგითავაზებიათ…

_ კუდავას ნათქვამზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება ციტირებას, ეს არასწორია და არაადექვატური. მაშინ, როდესაც განათლების სამინისტროში ვმუშაობდი, ყველანაირად ცდილობდა, საგამომცემლო საქმე სხვანაირად ყოფილიყო. მაგრამ, საგამომცემლო საზოგადოებამ იმდენი თანხა მოითხოვა, რომ ეს თანხა მოსახლეობისთვის  ძალიან ძვირი ჯდებოდა. ფაქტიურად, ხალხი წიგნებს ვერ ყიდულობდა. პირდაპირი სოციალური პროექტი იყო. არანაირი თანამონაწილეობა და სურვილი ყოფილიყვნენ  ამ სიკეთეში, არ გამოუთქვამთ. პირდაპირ მიუდგნენ, როგორც კომერციულ პროექტს.

ამ სოციალურ პროექტში გამომცემლებისგან რამე თანადგომა რომ ყოფილიყო,   შესაბამისად უკეთესი იქნებოდა. მაგრამ, არანაირი სურვილი არ გამოთქვეს გამომცემლებმა მაგ დროს.

_მარტო კუდავაზე არ არის საუბარი, ძალიან ბევრი გამომცემელი: თამარ ლებანიძე, ლაშა ბერაია, ბაკურ სულაკაური, კახმედ კუდავა, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ, რომელიც მილიონზე მეტ ლარს შეადგენს.

_ კი მიადგათ ზიანი… რაც მე განათლების სამინისტროში ვიყავი, ძალიან დიდ ფულს აკეთებდნენ  და ეს ფული მოდიოდა ამ გაჭირვებული ადამიანების სახელმძღვანელოების ყიდვით. ჰოდა მე აღარ ვარ განათლების სამინისტროში და კომენტარს ვეღარ გავაკეთებ.

_ ბატონო ლაშა, ვიცით რომ განათლების სამინისტროში არ ხართ. თქვენ პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებთ.

_ კი, ბატონო.

_ ანუ თქვენ უარყოფთ გამომცემლების ბრალდებებს?

_ რა თქმა უნდა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ღამის 4 საათზე მოვიდნენ ჩვენთან და ისე გადაგვაფორმებინეს "სახალხო ბანკი"

შსს-მ უკანონო იარაღი და დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

ყველა სიახლე

საზოგადოება

11 ქალაქში ტროტუარზე დგომისთვის ჯარიმა 100 ლარი იქნება, სხვა ქალაქებში კი – 10 ლარი

17:02; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026
საზოგადოება

“სპეციალური რეისები შესრულდება” _ საგარეო უწყება

13:59; 3.03.2026
საზოგადოება

ხანძარი ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში _ შსს განცხადებას ავრცელებს

13:23; 3.03.2026
საზოგადოება

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატა _ დამრღვევი 200 ლარით დაჯარიმდება

12:16; 3.03.2026
საზოგადოება

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ 2026-2027 წელს იმოქმედებს – განათლების მინისტრის ბრიფინგი

12:01; 3.03.2026
ზაფრანი

ვინ იქნება იდეალური ქმარი

11:27; 3.03.2026
ზაფრანი

წყვილები, რომელმაც არასოდეს უნდა იქორწინოს ერთმანეთზე

11:24; 3.03.2026
ზაფრანი

რას აღნიშნავს თქვენი ბინის ნომერი

11:21; 3.03.2026
ზაფრანი

ვინ შეიძლება იქცეს მამაკაცისთვის  „თავის ტკივილად“

11:18; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

10:47; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

10:33; 3.03.2026
საზოგადოება

ხანძარი ლიბერთი ბანკში _ ბანკი განცხადებას ავრცელებს

10:04; 3.03.2026
საზოგადოება

კლინიკაში კაცი გარდაიცვალა

21:49; 2.03.2026
პოლიტიკა

ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანობისკენ

20:48; 2.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026
0

ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

10:47; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო