თუმცა, კონკურსი არ ცხადდება გამგებლისა და მის მოადგილის თანამდებობაზე, რადგან როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილმა “გურია ნიუსს” განუცხადა, მათ ვადა 1 იანვრამდე აქვთ. თუ რა თანამდებობებზე ცხადდება კონკურსი, ამის შესახებ “გურია ნიუსი” ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარეს ესაუბრა.
ამირან გიგინეიშვილი:
_ როდის უნდა გამოცხადდეს კონკურსი და რომელ თანამდებობებზე?
_ 11 ნოემბერს გვაქვს ბიუროს სხდომა, სადაც განვიხილავთ ამ საკითხს და იქ უკვე დანამდვილებით გვეცოდინება ყველაფერი. ეს ეხება აბსოლუტურად ყველას, ვინც არის მოვალეობის შემსრულებელი გარდა გამგებლისა და მისი მოადგილისა, რომელთაც აქვთ უფლება ერთი წლის მანძილზე იმუშაონ და ვადა ეწურებათ დეკემბრის ბოლოს. მათზე ამის შემდეგ გამოცხადდება კონკურსი. 1 იანვარს თუ გვეყოლება მოვალეობის შემსრულებელი, ხელფასი არ გაიცემა.
_ რაც შეეხება საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ცვლილება შევიდა, თუ ისევ ის მოთხოვნები დარჩა, რაც მანამდე იყო?
_ საკვალიფიკაციო მოთხოვნები დასამტკიცებელია, რომელსაც დავამტკიცებთ საკრებულოს სხდომაზე 18 ნოემბერს.
_ ანუ საკითხის ბიუროს სხდომაზე ზე გასვლის შემდეგ კონკურსი გამოცხადდება?
_ კი, შემიძლია გითხრათ, რომ კონკურსი გამოცხადდება დაახლოებით 23 ნოემბერს. მერე იქნება ტესტირება, ინტერვიუ, მერე საპრეტენზიო კომისია იმუშავებს და ა.შ. მოკლედ, მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი.