ირაკლი ალასანიას თქმით, ისტორიულად საქართველოს სომეხ და აზერბაიჯანელ ხალხებთან კარგი ურთიერთობა აქვს. მინისტრს მიაჩნია, რომ საქართველოს რეგიონში მნიშვნელოვანი როლი აქვს.
“ჩვენ სტრატეგიული თანამშრომლობა გვაკავშირებს აზერბაიჯანსა და თურქეთთან, კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან. რეგიონში აზერბაიჯანთან ერთად განვითარების პროექტები ხორციელდება. ამ ქვეყანას კარგად ესმის, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის დაპირისპირების შემთხვევაში, წარმატებულ პროექტებს საფრთხე დაემუქრება. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რეგიონის ქვეყნებს შორის დაძაბულობის განმუხტვის კუთხით. საქართველო ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოიყენებს რეგიონის განვითარებისთვის”.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საუბრის ბოლოს მკაფიოდ განმარტა, რომ საქართველო რეგიონის ქვეყნებსა და რუსეთს კიდევ ერთი კონფლიქტის ესკალაციის საბაბს არასდროს მისცემს, თუმცა ქვეყანა თავდაცვისთვის მზადაა.