“პროკურატურამ ერთი წლის განმავლობაში შეძლო შევარდნაძის დროინდელი პროკურატურის კორუმპირებულობისა და “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი პროკურატურის ძალმომრეობის განმეორების საფრთხეების თავიდან აცილება, რაც პლიუსად ჩაეთვლება პროკურატურას”.
პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ კბილაშვილს სურდა გაცილებით უფრო ლიბერალური რეფორმების უმოკლეს დროში გატარება, ვიდრე ხელისუფლების დანარჩენ ნაწილს. ლაგაზიძემ ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით, აღნიშნული საკადრო ცვლილება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებსაც უკავშირდება.
“ამ ცვლილების მთავარი არსი, სწორედ რომ, მომავალი არჩევნებია.ამ არჩევნებისთვის პროკურატურამ ეფექტური მუშაობის შედეგი უნდა დადოს, რათა უწყებას ამომრჩევლისთვის რაღაც სათქმელი მაინც ჰქონდეს. „კოალიცია „ქართული ოცნება” ამ არჩევნებზე გადის მთავარი ბრენდის, ბიძინა ივანიშვილის გარეშე. 10 წლის განმავლობაში, პირველად ვერ შესრულდა ბიუჯეტი. მართალია, მთავრობამ განაცხადა, რომ სეკვესტრზე არ წავა და აპირებს ვალის აღებას ბიუჯეტის შესავსებად, მაგრამ სოციალურ-ეკონომიკური კუთხით, ამომრჩევლის უკმაყოფილება იქნება მაინც მაღალი. ამის გამო ხელისუფლებას რჩება სავიზიტო ბარათად სწორედ ძალოვანი სამინისტროების გამართული მუშაობა და მთავარი თემა- სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა, რომელსაც მთავარ მინუსად უყენებდნენ პროკურატურას”.