აღსანიშნავია, რომ საბჭოს გამჭვირვალობის და ეფექტურობის ამაღლების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საბჭოს მუშაობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად 2013 წლის ოქტომბრიდან მონაწილეობს საგადასახადო ომბუდსმენის მოადგილე.
2013 წლის სამი კვარტალის მონაცემებით, საბჭომ წარმოება დაასრულა 765 საჩივარზე. აღსანიშნავია, რომ დავების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან დაახლოებით 60% მომჩივანთა სასარგებლოდ არის გადაწყვეტილი.