შალვა ნათელაშვილმა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნული ტერიტორიის მითვისებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისი და მისი თანაგუნდელების ადგილი, გლდანის ტერიტორიაზეა.
“გრძელდება ჩვენი მოგზაურობა პრემიერ ივანშვილის მიერ მიტაცებული ქონების გარშემო. აი ეს ტერიტორია ეკუთვნოდა აბრეშუმის საწარმოო კომბინატს და იქ ათასობით ადამიანი მუშაობდა. ივანიშვილმა ეს ტერიტორია ხელში ჩაიგდო, საბავშვო ბაღიც დააყოლა და საცურაო აუზიც მიუერთებია.
მოვა დრო და ძალიან მალე მთელი ეს სივრცე და მთელი ეს მილიარდიანი ქონება მის კანონიერ მესაკუთრეს, მის უდიდებულესობას, ქართველ ხალხს დაუბრუნდება. ივანიშვილის და მისი თავნამზრახველების ადგილი იქნება იქ, სადაც ისინი იმსახურებენ ყოფნას, გლდანის მიმართულებით,” _ განაცხადა ნათელაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ “ლეიბორისტული პარტიისა” და მედიის წარმომადგენლების ამ ტერიტორიაზე მისვლამ კერძო კომპანიის დაცვის უფროსის გაღიზიანება გამოიწვია და მან ზომების მისაღებად საპატრულო პოლიციაც გამოიძახა. თუმცა ნათელაშვილმა აქცია-ბრიფინგი პატრულის ეკიპაჟის მისვლამდე გამართა და შემდეგ აღნიშნული ტერიტორიაც დატოვა.