შეგახსენებთ, რომ საგურამოში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თეა წულუკიანი და ირაკლი ალასანია მის გუნდში დარჩებიან.
“იმ ნდობას, რომელიც პრემიერმა გამომიცხადა მედიის საშუალებით, რა თქმა უნდა ვეხმაურები და დიდ მადლობას ვუხდი . დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ და კვლავაც გავაგრძელებთ იმ კონსტრუქციულ გარემოში მუშაობას, როგორცი “ქართული ოცნების” შტაბში ძალიან რთულ პირობებში გვქონდა მე და ირაკლი ღარიბაშვილს”, _ განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, თანამდებობიდან წასვლას ის საკუთარი ნებით არ აპირებდა, რადგან მიიაჩნია, რომ ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი.
“მე გასაგებად ავღნიშნე, რომ არ ვაპირებდი გადადგომას რადგან ჯერ კიდევ მეჩვენება, რომ ევროპულ გზაზე საქართველოსთვის ჩემი საქმით რაღაც მაქვს მოსატანი.მინდა ჩემი საქმით შევძინო ამ მთავრობას ის პატარა ელემენტები, რაც საჭიროა იმისთვის რომ ჩვენ ევროპულ გზას უფრო წრაფი ნაბიჯით დავუახლოვდეთ.”