ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“გუმბათიდან რამდენიმე საათით დროშის ჩამოხსნაზე დარდს გამოხატავს ის მთავრობა, რომელიც გეგმავს რამდენიმე დღეში სამუდამოდ დაუკარგოს ამ სასახლეს სახელმწიფო დაწესებულების სტატუსი.
მთელი ეს წლები გულზე მიბნეულს ვატარებ ხუთ-ჯვრიან დროშას, რომელიც დღევანდელი მთავრობის არც ხელმძღვანელის, არც სხვა რომელიმე მინისტრის პიჯაკზე არასდროს დამინახავს.
არავინ ისე არ ამაყობს ამ დროშით, როგორც მე, რადგან, როცა შემომქონდა, მაშინაც მამოძრავებდა და ახლაც მამოძრავებს რწმენა, რომ ეს დროშა ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს ღირებულებებს და, ამასთან, საუკეთესოა მსოფლიოს სახელმწიფოთა დროშებს შორის!” _ აღნიშნავს პრეზიდენტი.