აქციის ორგანიზატორ, მეექვსე დაწესებულების სოციალური მუშაკ ლელა კურტანიძის თქმით, მსჯავრდებულების მხრიდან წიგნებზე მოთხოვნა ძალიან დიდია, თუმცა ბიბლიოთეკაში არსებული წიგნადი ფონდი მხოლოდ მცირედით აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს.
“მსურველებს წიგნების დატოვება შეუძლიათ თსუ–ს თვითმმართველობის ნებისმიერი ფაკულტეტის ოთახში, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ოთახში, ჭავჭავაძის 32, c კორპუსი, აუდიტორია 315. წიგნების შეგროვება გაგრძელდება ნოემბრის თვის ბოლომდე.
შეგროვებული წიგნები გადაეცემა მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკას. მიიღება როგორც მხატვრული, ასევე შემეცნებითი ხასიათის ლიტერატურა. თითოეული წიგნს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულებისთვის და მათი რესოციალიზაციისთვის,” _ ამბობს ლელა კურტანიძე და ყველას მოუწოდებს თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ საქმეში.