“ირაკლი ღარიბაშვილი გაწირეს პრემიერის პოსტისთვის. არა მგონია უბრალო დამთხვევა ყოფილიყო ის, რომ მეორე დილით ფინანსთა მინისტრმა პირველად ამ ხნის მაძილზე აღიარა გარღვევა ეკონომიკაში და თქვა, რომ წლის ბოლოს იქნება სეკვესტრი. ასევე აღიარა კვირიკაშვილმა, რომ ეკონომიკა შევიდა რეცესიაში.
მაშინ, როცა პროგნოზირებული 6 პროცენტიანი ზრდის ნაცვლად გვაქვს სამჯერ დაბალი მაჩვენებელი, ლოგიკური იქნება, თუ შასაფერისი სფეროს ხელმძღვანელი პირები გადადგებიან, არავითარი პირადული არ დევს ამაში, ასე ხდება ყველა ცივილურ სახელმწიფოში. 2,5 პროცენტი ჩვენნაირი ქვეყნისთვის კატასტროფულად დაბალი მაჩვენებელია. ამ ფონზე, ღარიბაშვილს მართებს სწრაფი და ეფექტური რეფორმების გატარება. თუ მან ეს მოახერხა, ჩვენი პარტია ნამდვილად დაუდგება გვერდით,” _ განაცხადა კუკავამ.
მისივე თქმით, კარგი იქნება თუ ღარიბაშვილი დაარღვევს სააკაშვილი–ივანიშვილის სტერეოტიპს და გახსნის ოპოზიციასთან თანამშრომლობის ფორმატს.
“გახსოვთ ,ალბათ, სააკაშვილი ოპოზიციას ჩარეცხილებს უწოდებდა, ბიძინა ივანიშვილმა კი ოპოზიციური პარტიები მოღალატეებად მოიხსენია. კარგი იქნება, თუ ღარიბაშვილი აქტიურად ითანამშრომლებს ოპოზიციურ სპექტრთან და არ დაემსგავსება წინამორბედებს,” _ აღნიშნა კუკავამ.
ამასთან, როგორც კუკავა აცხადებს, მისი პარტია აქტიურად ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
“ორხელისუფლებიანობის დანერგვას, რომელსაც სააკაშვილი–ივანიშვილი ერთობლივად უწყობენ ხელს და გაგრძელებას საქართველოში, არ შეიძლება კარგი შედეგი მოჰყვეს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია დემოკრატიული პლატფორმის არსებობა,” _ განაცხადა კახა კუკავამ.