ნასვამ დგომარეობაში ავტომობილის მართვისას მძღოლს ფულადი ჯარიმის ნაცვლად მართვის უფლება 6 თვით ჩამოერთმევა. შსს-ს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით ინიციატივა, გარკვეულ სიახლეებს შეიცავს. გადაჭარბებულ სიჩქარეზე კი სანქცია 100 ლარის ნაცვლად 50 ლარამდე შემცირდება. გადაუხდელობის შემთხვევაში 150 ლარამდე გაიზრდება.
“მძღოლებს რომელთაც დღემდე ჩამორთმეული აქვთ მართვის უფლება,მომავალში ამ უფლების აღდგენისთვის გამოცდის თავიდან ჩაბარება არ მოუწევთ.ასევე გარკვეული დროის ფარგლებში უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეტა თუ იყო 100 ლარიანი სანქციით განსაზღვრული ამჯერად განახევრდება და 50 ლარი გახდება”, _ განაცხადა იზორიამ.
პარლამენტში ასვეე შსს-ს ახალი ინციატივა შემოდის, რომელიც მოტოჩაფხუტის შეუკვრელად ტარების შემთხვევაში 100 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.აღნიშნული ცვლილებაც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის.
ცვლილებები იგეგმება, იარაღის ტარებასთან დაკავშირებითაც.პირი, რომელიც სრულწოლოვანია და ცივ იარაღს ატარებს ის 100 ლარით დაჯარიმდება. დანაშაულის განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა 1000 ლარამდე იზრდება.