3,741 უბნის წინასწარი მონაცემებით მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ხმების 62,11 % მოიპოვა, მას 1 012 214-მა ამომრეჩეველმა დაუჭირა მხარი.
დავით ბაქრაძემ ხმათა 21,73 %, 354 206 ხმა მიიღო, ნინო ბურჯანაძემ კი- 10,18 %, 165 933 ხმა.
არჩევნებში სულ 23 კანდიდატი მონაწილეობდა.
საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი 1 661 273-მა ამომრჩეველმა გააკეთა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 46.96%-ს შეადგენს.