“არ შეიძლება ქვეყნის პირველი პირი პრეზიდენტი ასე უპასუხისმგებლოდ ეკიდებოდეს ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. არ შეიძლება ათასობით ადამიანს მარტივად გადაუწყვიტო მოქალაქეობა და არ იყოს ინდივიდუალურად განხილული, თითეული მათგანის შემთხვევა. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება გარკვეული საფრთხის შემცველია, მაგრამ სააკაშვილი ძალიან ხშირად არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთი მათგანია. არცერთ ქვეყანაში ასე მასიურად არ ხდება მოქალქეობის მინიჭება ყოველგვარი კანონის მიერი პროცედურების დაცვის გარეშე”, _ განაცხადა მანანა კობახიძემ.