ამის შეასხებ პარლამენტის თავამჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მომავალ კვირაში რიგგარეშე სესიები დაინიშნება და დრო მთლიანად აღნიშნულ საკითხს დაეთმობა.
“მომავალ კვირაში მთავრობის დაკომპლექტების საკითხზე ვიმსჯელებთ, ამიტომ პარლამენტში რიგგარეშე სხდომები ჩატარდება. ბევრი მნიშვნელოვანი კანონპროექტი და ინიციატივაა შემოსული. თუმცა, მათი განხილვა ვერ მოესწრება, ამისთვის დრო არ გვექნება. ამიტომ, პარლამენტს ნომებერსა და დეკემბერში საკამოდ დატვირთული გრაფიკით მოუწევს მუშაობა,” _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.