სტრასბურგის სასამართლომ, აგრეთვე, დაადგინა, რომ მისი გადაწყვეტილება აკრძალვის შესახებ არა მხოლოდ მოცემულ 25 მიმდინარე საჩივარს ეხება, არამედ − ნებისმიერ მომავალ საჩივარს, რაც იმას ნიშნავს, რომ მამუკა ნოზაძე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვერც მიმდინარე პროცესებს გააგრძელებს და ვერც მომავალში შეიტანს საჩივრებს.
სტრასბურგის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება თავისი რეგლამენტის 36-ე მუხლის მე-4 (ბ) პუნქტის საფუძველზე მიიღო. ის ამ ზომას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მიმართავს, როცა მომჩივნის ინტერესების დაცვა სათანადოდ აღარ ხდება შესაბამისი ადვოკატის მიერ.
მიმდინარე 25 საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ქართველ მომჩივნებს სხვა წარმომადგენლის დასახელება სთხოვა.
აღნიშნულის შესახებ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენელს, ოფიციალურად აცნობა.