“მაინცადმაინც დიდი წარმოდგენა არ მქონდა კაკო ბობოხიძის, მისი კოლეგებისა და მხარდამჭერების გონებრივ-ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე, მაგრამ სულ თუ ასე დაეცემოდნენ, არ მეგონა. ერთ-ერთ დებატებზე ბობოხიძე ამტკიცებდა, რომ ნიშნიანიძე ანტიკურ ისტორიაში სტუდენტებს ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამებს აზუთხინებსო. თქვე დალოცვილებო, თქვე მართლა ბნელეთის მოციქულებო, ერთი მაინც გეკითხათ, ანტიკური ისტორია საერთოდ არ ეკითხებათ უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებს, მითუმეტეს პირველ სემესტრში.შემიძლია თქვენზეც ვასწავლო თუ რაიმე ღირებული გაგიკეთებიათ ამ ქვეყნისათვის. მაგრამ თავის ქიცინის და ტყუილების მეტი არაფერი გაგიკებიათ. მე ჩემს სტუდენტებს თქვენი და მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე ვასწავლი, როგორ არ უნდა შეურაცხყო მოსწავლეები, მასწავლებლები, ჟურნალისტები. საუნივერსიტეტო განათლების მიზანია სტუდენტებისათვის კრიტიკული აზროვნების გამომუშავება”, _ განაცხადა ნიშნიანიძემ.
ომარ ნიშნიანიძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ლექტორია და ისტორიის ლექციებს კითხულობს.