“ბაზრის ამ ტერიტორიაზე ასფალტი დაგების პროცესშია, რითაც მოქალაქეებს თავისუფლად ვაჭრობის საშუალება მიეცემათ. მოწესრიგდა სანიაღვრე არხები, რომელიც მიმდებარე ტერიტორიას წლების მანძილზე ტბორავდა. მოასფალტდება ასევე ბაზრის უკანა შესასვლელი გზაც.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, კონსტანტინე შარაშენიძის ინიციატივა – ძველი ბაზრის აღდგენა ქალაქის ძველი სავაჭრო ტრადიციის აღდგენასაც შეუწყობს ხელს,” _ გვითხრა ნინო სალუქვაძემ.